ვალერი ზალუჟნი: ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა საკმარისი ძალა გვაქვს მტრის დასამარცხებლად – ერი ბრძოლაში იბადება

ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი  Facebook-ის პირად გვერდზე წერს და სადღესასწაულო მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, ერი ბრძოლაში იბადება.

„ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთი ჩვენს მხარესაა. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად. ბრძოლაში იბადება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს.

ყველას, ვინც უკრაინის რიგებშია, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს იკავებს, ჩვენი დამცველები, მათი ნათესავები და მეგობრები. ყველას, ვინც ლოცულობს, სწამს, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს. ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ეწინააღმდეგება მსოფლიო ბოროტებას – გილოცავთ ახალ წელს და შობას“, – წერს ზალუჟნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები