„დავრწმუნდი, რომ მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ – ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელს 2022 წელს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს ტელეფონით ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინელი ხალხისთვის თბილი სურვილებისთვის და მიმდინარე წელს თავდაცვის მხარდაჭერისთვის. დავრწმუნდი, რომ საბერძნეთის მხრიდან იმავე დონის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – წერს ზელენსკი.