თურქეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა აიდინის პროვინციაში, ნაზილის რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას თქმით, ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში სხეულის 80%-ზე მეტი დამწვრობით სამკურნალოდ დასავლეთ იზმირის პროვინციაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები