უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, ალენა ვერბიცკაიას განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთის ტყვეობაში 3 400-მდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება.
მისი თქმით, კიდევ 15 000 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.
„ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა დაემართათ მათ. შესაძლოა, ისინი მოხვდნენ სამხედრო ტყვეების რიცხვში; შესაძლოა, ისინი იძულებით გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ან შესაძლოა, ისინი დიდი ხნის წინ მოკლეს“, – განაცხადა ვერბიცკაიამ.