ირაკლი კობახიძე: ვინც აიმედებს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება უზრუნველყონ მისი გათავისუფლება, სწორედ ისინი უწყობენ ხელს მის თვითდაზიანებას

ვინც აიმედებს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება უზრუნველყონ მისი გათავისუფლება, სწორედ ისინი უწყობენ ხელს მის თვითდაზიანებას, იგივე შერჩევით კვებას და ა.შ. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მას ასეთ ფუჭ იმედებს არ გაუჩენენ.

„რა თქმა უნდა, არავინ ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად შეხვდებოდა საკუთარ პატიმრობას. ის 1-ელ ოქტომბერს შევიდა ციხეში და მან 1-ელ ოქტომბერს გამოაცხადა შიმშილობა. თან ისეთ დანაშაულებზეა მსჯავრდებული, რომლებიც საზოგადოების თვალწინ იქნა ჩადენილი. იგივე ვალერი გელაშვილის საქმე, გირგვლიანის მკვლელების ანგარებით შეწყალება და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, 7 ნოემბერი და კორუფციის საქმეებია, რაზეც ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ცხადი დანაშაულებია ჩადენილი და პირველივე დღეს იწყებს შიმშილობას ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. ნული მოთხოვნა პირველივე დღეს, უბრალოდ არ უნდა ციხეში. იმის მერე ვხედავთ 450-დღიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ 450 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უარესდება მისი მდგომარეობა. როდესაც ამ ფარსს ყიდიან ისე, თითქოს ჰუმანიტარული მიზნებით არის საჭირო სააკაშვილის გათავისუფლება, ეს არის აბსურდი. ვინც აიმედებს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება უზრუნველყონ მისი გათავისუფლება, სწორედ ისინი უწყობენ ხელს მის თვითდაზიანებას, იგივე შერჩევით კვებას და ა.შ. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მას ასეთ ფუჭ იმედებს არ გაუჩენენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები