ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილზე: როდესაც შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე გარედან პოლიტიკური გავლენა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტი მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, 4 წლის განმავლობაში.

მისი თქმით, პრეზიდენტმა დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც შეცვალა.

„მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია, ასევე შეცვლილია მისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. 4 წლის თავზე მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივად ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებსა და მამებს. რატომ მომივარდითო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს არ ეუბნება, პირიქით – ეპატიჟება პრეზიდენტის რეზიდენციაში. როდესაც შენი საპრეზიდენტო საქმიანობის 4 წლის თავზე რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე გარედან პოლიტიკური გავლენა. ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით, მე, ბუნებრივია არ შევალ – დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები