ირაკლი კობახიძე: წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი, კასრებში იყო ათასობით შესაბამისი მასალა შენახული

ამ დღეების განმავლობაში ვუსმენდი განცხადებებს მათ მიერ მოკლულ და ნაწამებ ადამიანებთან დაკავშირებით. მათ შორის დღეს არაერთი განცხადება მოვისმინეთ სულხან მოლაშვილზე, ასევე სანდრო გირგვლიანსა და ირინა ენუქიძეზე. აბსოლუტურად ამორალურია ის ყველაფერი, რასაც ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი.

„პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე იმ ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც შეეწირნენ სააკაშვილის რეჟიმს, არც მინდა საუბარი. უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ამორალური განცხადებები კეთდება მათი მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მათი წარსულია მკვლელობები, წამება და ა.შ. ეს არის მათი მომავალიც. როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და თეორიული შანსის დაშვებაზე იმისა, რომ ეს კაცი შეიძლება ისევ დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ თეორიულ შემთხვევაშიც კი, მისი დაბრუნება ხელისუფლების სათავეში ნიშნავს არა მარტო განმეორებას იმისა, რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრაქტიკა და არა მარტო ციხეებში, გარეთაც ხდებოდა ეს ყველაფერი და გახსოვთ, ცნობილ კასრებში იყო ათასობით შესაბამისი მასალა შენახული. 10 ათასობით ადამიანს წაართვეს ქონება, ეს იყო ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნება, თუნდაც თეორიულად დაშვება, აბსოლუტურად ამორალურია. თუ საქართველოს პრეზიდენტს უნდა რაღაცნაირად წყალი დაასხას ამ პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება ამორალური ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები