ხარკოვში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულებიდან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაში საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.

„რეგიონში მტრის სარაკეტო დარტყმები დაფიქსირდა. ყველა მათგანი ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იყო გამიზნული“, – წერს სინეგუბოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები