იტალია მზად არის გახდეს უკრაინაში სამშვიდობო ხელშეკრულების გარანტორი – ჯორჯა მელონი
იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დასრულდება და ამ შემთხვევაში მზადყოფნას გამოთქვამს იტალია მშვიდობიანი მოგვარების გარანტი გახდეს.
ამის შესახებ მან იტალიის პარლამენტში განაცხადა.
„პრინციპი, რომ ძალის გამოყენებით შეგიძლია მეზობელს დაესხა თავს, ყველასთვის მოსახერხებელი არ არის. ჩვენთვის ეს მიუღებელია: შესაძლოა, რუსული ტურიზმი გვაკლია, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ჩვენს სურვილებს ვერ დავუქვემდებარებთ“, – თქვა მან.
მელონიმ დასძინა, რომ აპირებს კიევს 2023 წლის 24 თებერვლამდე ეწვიოს, რადგან თვლის, რომ ამ თარიღამდე „შეიძლება გარკვეული ინიციატივების განხორციელება“.
13 დეკემბერს იტალიის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. მაშინ ჯორჯ მელონიმ თქვა, რომ ამაყობს იმ სოლიდარობით, რომელიც მისმა ქვეყანამ უკრაინის მიმართ გამოავლინა.