მიხეილ სარჯველაძე: ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით არჩეული ჰქონდა, იყო სწორი, ახლა, თუ ამ პოზიციას ბზარი გაუჩნდა, ეს იქნება დიდი შეცდომა

„ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით არჩეული ჰქონდა, ეს იყო სწორი ახლა, თუ მის ამ პოზიციას ბზარი გაუჩნდა ეს იქნება დიდი შეცდომა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.

“თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ჯანმრთელობასა და მოწამვლასთან დაკავშირებული საკითხები ქმნის ასეთი ცვლილების საფუძველს და საბაბს, მე ვურჩევდი, რომ დაინტერესდეს ამ საკითხებით და შესაბამისად ის ყველა საკითხზე უკლებლივ პასუხს მიიღებს. ერთადერთი მიზეზი, რითაც შეიძლება დანარჩენი 9 ათასი პატიმრისგან გამოცალკევება ეს არის – ერთი, თუ მოითხოვს ვინმე, რომ პოლიტიკური მოღვაწე სარგებლობდეს სამართლებრივი ინდულგენცია, ეს რასაკვირველია არასწორი იქნებოდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი იცით პოზიცია, რომ არავითარი ობიექტური მიზეზი გაცხადებისთვის, რომ სასჯელი არის ასარიდებელი, რა თქმა უნდა მოცემულ სიტუაციაში არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები