დიმიტრი ხუნდაძე – „კრედიტ სუისზე“: თუკი, საღად მოაზროვნე ადამიანს ექნება ობიექტურობის განცდა, ეს არის ადვილად წაკითხვადი, რომელიც სულაც არ არის საბანკო-საფინანსო დავა

,,თუკი, საღად მოაზროვნე ადამიანს ექნება ობიექტურობის განცდა, ეს არის ადვილად წაკითხვადი, რომელიც სულაც არ არის საბანკო-საფინანსო დავა”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “კრედიტ სუისზე” საუბრისას განაცხადა.

„ხედავთ, რომ აგენტოკრატებმა მობილიზება გაუკეთეს 400 ევროპარლამენტარს და მიაღებინეს რეზოლუცია, რომელიც არის უსაფუძვლო და სამარცხვინო. ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაღებინონ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ის დააბრუნონ პოლიტიკაში და მან გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პრესრელიზი გუშინ გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები