დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, ხატია დეკანოიძემ სიტყვა დემარშის განმარტება არ იცის

“ხალხი ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ხატია დეკანოიძემ სიტყვა დემარშის განმარტება არ იცის – დემარშად შესაძლოა აღიქვა, როდესაც წარმომადგენლობას ეპატიჟები და ისინი, ან მათი გარკვეული ნაწილი, არ მოდის, მაგრამ როდესაც, საკუთარი სურვილით, ელჩები იუსტიციის სამინისტროში მიდიან და მინისტრის კარები ღიაა, ხოლო საუბრის თემა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე [განიხილება], ვფიქრობ, ეს დემარშის სტანდარტში არ ჯდება“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულს ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ელჩები დემარშით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები