უსუფაშვილი – პრეზიდენტზე: ახლა რომ გამოდის და ამბობს 2007 წელზე, მანამდე, 2005 წელს მისი მინისტრი არ იყო?!

ახლა რომ გამოდის და ამბობს 2007 წელზე, მანამდე 2005 წელს მისი მინისტრი არ იყო?! ახლა გამოვიდე და ვილაპარაკო მაგაზე – ეს არის ბავშვური ლაპარაკი, – ასე აფასებს “ლელო – საქართველოსთვის” წევრი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“ახლა რომ გამოდის და ამბობს 2007 წელზე, მანამდე 2005 წელს მისი მინისტრი არ იყო?! ახლა გამოვიდე და ვილაპარაკო მაგაზე? იმ ხალხმა რა თქვას ვინც კომუნიზმს ებრძოდა. ქალბატონი სალომე სად იყო მაშინ, როცა აქ მიდიოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმთან?!  ეს არის ბავშვური ლაპარაკი”, – თქვა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას მორალს უკითხავენ, 2007 წელს მიშას შტაბში იყვნენ ან “ქართუ ბანკში” მუშაობდნენ.

“ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია. მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ.

მე გეტყვით – ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა პერსონალური გავხადო ეს ყველაფერი. არსად არ იყვნენ და რას  მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?! თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები