გიული ალასანია: სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა

„ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა. ეგრე არ არის და კატეგორიულად არ ვეთანხმები”,- ასე გამოეხმაურა პატიმარი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს, მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?“.

ალასანიას თქმით, მას პრეზიდენტის განცხადებები არ მოეწონა.

“სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა. სააკაშვილი დაცემული არ არის, ამაშიც არ ვეთანხმები. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა. ეგრე არ არის და კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე ვიცი ერთი რამ და მგონი ქალბატონმა სალომემაც იცის, ერთ მხარეს არის სიბნელე, მეორე მხარეს – სინათლე. სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები. მეორე მხარეს, სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება. დასავლეთიდან არის ქალბატონი, იქ არის გაზრდილი და რა ვიცი, რა გითხრათ. დავიღალე ამ მოლოდინებით, მე ველოდები შედეგს. შედეგს როცა დავინახავ, შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ვფიქრობ, ქალბატონს საკმარისად კარგი განათლება აქვს მიღებული და მისი კარიერაც შესაფერისია საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დაველოდოთ შედეგს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები