მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ისეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს

ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით, ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით, ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს. მაშინ რა ფასი აქვს საზოგადოდ კონკურსის ჩატარებას. გადაწყვეტილება იგივე მცდარ ხაზს მიჰყვება. მეჩვენება, რომ პარადოქსების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც გამოდიან ახლა და გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რატომ ვართ არაკეთილგანწყობილი პროცესის მიმართ, რომლის შედეგადაც გვთხოვენ იმას, რომ ავირჩიოთ კანდიდატი, რომელსაც კომისიაში არცერთი მხარდამჭერი არ ჰყავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები