როგორია მარნეულში, ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრილი 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

მარნეულში, გვიან ღამით მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს სათანადო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

“შემოყვანილ იქნა პაციენტი, პაპიაშვილი ნიკოლოზი, გულ-მკერდის მიდამოში შემავალი ჭრილობით, აყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ამჟამად მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში.

მეორე პაციენტი შემოიყვანეს დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ, პაპიაშვილი ლევანი, მას ჰქონდა ჭრილობა საფეთქელი-შუბლის მიდამოში, საკმაოდ დიდი ზომის ნახეთქი ჭრილობა. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა მრავლობითი დაზიანებები თავის ქალის და თავის ტვინის, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში”, – აცხადებს ექიმი.

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები