“თქვენ ის ხალხი გააღვიძეთ, რომელმაც ერთხელ ხერხემალში გადაგტეხათ. ახლა აღარ გავჩერდებით. ერთ დღესაც ვერავინ ვერსად გაგიშვებთ, ამის გარანტიას გაძლევთ. ვინც გაგიშვებთ, უკან გამოგყვებათ,”- ასე მიმართავს 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რობაქიძემ განაცხადა, რომ “ნომერ პირველი ჯალათი დღეს ზის არა ციხეში , არამედ კომფორტულ საავადმყოფოში.”
“მე, ალბათ, 15 :00 საათზე აქციაზე ვიქნები. მინდა, ვუთხრა, ქალბატონ პრეზიდენტს , რომელსაც დიდ პატივს ვცემ: ქალბატონო პრეზიდენტო, თუ, თქვენ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებთ, ერთი ხელით შეწყალებაზე ხელს რომ მოაწერთ, მეორე ხელით თქვენს გადადგომაზე მოაწერეთ ხელი. არც მანდ გაგაჩერებთ და არც საქართველოში.
საქართველოში ნომერ პირველი ჯალათი , რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია , რომელიც ხალხს ციხეში შეკრებითობის პრინციპით ტენიდა, უკაცრავად ამ სიტყვაზე, თურმე, აპარტამენტში ვერ ძლებს. სააკაშვილს მივმართავ: თქვენი ერთადერთი პრობლემა ისაა,რომ დაბადებიდან გიჟი ხართ, არანორმალური საქციელით, თქვენ არც წესიერი ჭამა იცით და არც შიმშილობა. თქვენს გაშვებაზე ხელს ვერავინ მოაწერს. თქვენ ფსიქიკურად აჭრილი ადამიანი ხართ , სხვა არაფერი გაწუხებთ, მანდ ვერ ძლებთ. 6 წელს გაძლება მოგიწევთ.
მინდა, ვუთხრა “ოცნებას”: რაც სააკაშვილმა საავადმყოფოში გააკეთა,რა არ ესროლა ექიმებს, შეურაცხყოფა მიაყენა, ეს რომ ვინმეს ციხეში გაეკეთებინა, იმ ხალხს სასჯელს დაუმატებდნენ, თუ არა ? არავის უნდა მაგის სიკვდილი, ეს კაცი როგორც კი ოდნავ გამოკეთდება, იმ წუთში ისევ ციხეში უნდა გადაიყვანონ.
ჩვენნაირი ხალხისთვის ცალკე ტანჯვაა, რომ ვუყურებთ, ის კომფორტშია. დღეს მიტინგი იქნება. დაზარალებული ადამიანები, პრაქტიკულად, ამაში არ ვერეოდით. თქვენ ის ხალხი გააღვიძეთ, რომელმაც ერთხელ ხერხემალში გადაგტეხათ. ახლა აღარ გავჩერდებით. ერთ დღესაც ვერავინ ვერსად გაგიშვებთ, ამის გარანტიას გაძლევთ. ვინც გაგიშვებთ, უკან გამოგყვებათ. ნომერ პირველი ჯალათი დღეს ზის არა ციხეში , არამედ კომფორტულ საავადმყოფოში. პატიმრისთვის მეტი თავისუფლება რა არის, არ ვიცი”- განაცხადა რობაქიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გუშინ განაცხადეს.