სანქციების გამო საზღვარგარეთ “აეროფლოტის” 13 თვითმფრინავია დაკავებული

სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტის” 13 თვითმფრინავია დაკავებული.

ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი ალექსანდროვსკიმ RBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დაკავება უმეტესად ტექნიკური მომსახურების ან საზღვარგარეთ ფრენების დროს ხდება. ალექსანდროვსკიმ ასევე თქვა, რომ კომპანიას 89 ორმაგი რეგისტრაციის არმქონე თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა, მისი თქმით, “არ არსებობს პირდაპირი კავშირი რეგისტრაციასა და საერთაშორისო ფრენების შესაძლებლობას შორის”.

“ორმაგი რეგისტრაციის გარდა, არის ამერიკული „შავი სიები“. არსებობს შეზღუდვები ამერიკული წარმოების კომპონენტების 30%-ზე მეტის მქონე თვითმფრინავების გამოყენებაზე. არის შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების მომსახურებასთან – ეს არის საწვავის შევსება, სახმელეთო მომსახურება. შესაძლოა აღარ შეგივსონ საწვავი. შეიძლება გქონდეთ “სუფთა თვითმფრინავი”, რომელიც არ არის შავ სიაში, არც ბერმუდის რეესტრში, მაგრამ შესაძლოა, უბრალოდ დანიშნულების პუნქტში არ მიგიღონ. ასე რომ, ყოველ ჯერზე, ახალი საერთაშორისო დანიშნულების გახსნა მარტივი გზა არ არის”- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები