საჩხერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრანდიოზულად აღინიშნა

საჩხერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრანდიოზულად აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამის „ახალი წლის დღეები საქართველოში“ მთელი დღის განმავლობაში რკინიგზის მოედანზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

უწყების ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

„განსაკუთრებულად ლამაზად და გრანდიოზულად აღინიშნა საახალწლო ღონისძიებები საჩხერის მუნიციპალიტეტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პროგრამის „ახალი წლის დღეები საქართველოში“ მთელი დღის განმავლობაში რკინიგზის მოედანზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სახლებში ადგილობრივმა მეწარმეებმა თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, თოვლის ბაბუა საჩუქრებით გაუმასპინძლდა პატარებს. საბავშვო სივრცეებში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი, გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ. საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს ზღაპრის გმირებმა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. საახალწლო ღონისძიებაზე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

წლის საუკეთესო მედიკოსი – მედეა წერეთელი;

წლის საუკეთესო ჯარისკაცი – მიხეილ ბახტურიძე;

წლის საუკეთესო პედაგოგი – გაგა გულიაშვილი;

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ვალერი კეკენაძე;

წლის საუკეთესო მაშველი – დათო ყობიაშვილი;

წლის საუკეთესო კულტურის მუშაკი – ცეზარი ლაშხი;

წლის საუკეთესო საჯარო მოხელე მერიიდან – ელისო კაციტაძე;

წლის საუკეთესო საჯარო მოხელე საკრებულოდან – კობა სივსივაძე;

წლის საუკეთესო პოლიციელი – ირაკლი ცარციძე;

წლის საუკეთესო სპორტსმენი – გერვასი თაბაგარი;

წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულების მუშაკი – მაკა აბრამიშვილი;

ქალაქის წლის საუკეთესო ქომაგი – დავით ხვთისიაშვილი;

წლის მოვლენა – ლაშა ტალახაძე;

წლის საუკეთესო პატრულ-ინსპექტორი – ნიკა ცუცქირიძე.

საპატიო საჩხერელის ტიტული მიენიჭა გენერალ კახა ტაბატაძეს.

გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს აჩიკო ნიჟარაძემ და დავით მაზანაშვილის ბენდმა.

კონცერტი დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები