საჩხერეში დღეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გრანდიოზული ღონისძიებები იმართება

საჩხერეში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გრანდიოზული ღონისძიებები იმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რკინიგზის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სპეციალურად მოწყობილ სახლებში ადგილობრივმა მეწარმეებმა თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, თოვლის ბაბუა საჩუქრებით გაუმასპინძლდა პატარებს. საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს ზღაპრის გმირებმა.საბავშვო სივრცეებში ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი, გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი. კონცერტი დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები