ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ, საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით, რომ ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

“და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევას, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს პროგრესზე თვალსაჩინოდ მეტყველებს. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, 10 წლის წინ, საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2015 წლიდან გადავინაცვლეთ მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, ხოლო 2017 წლიდან ვართ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის და იცით, რომ ჩვენ წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავეთ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა არის ჩვენი მთავრობის და ზოგადად ეს მიუთითებს ჩვენი მთავრობის ღიაობაზე და გამჭვირვალე მუშაობაზე. ეს არის ძირითადი პრიორიტებები, რომელზეც მინდოდა თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის წევრებს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს გუნდს, ჩვენს მმართველ პარტიას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ეკლესიას. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდს, საკმაოდ გონივრულად და სწორად ვმართავთ და მე მჯერა, რომ ჩვენი საერთო ჩართულობით, საზოგადოების მხარდაჭერით, ამ პერიოდს გავივლით მშვიდობიანად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველთა საფუძველი აი ამ კეთილდღეობის, ამ განვითარების, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. მე მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, თქვენ ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მადლობა, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მადლობა”,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები