საბურთალოზე, ცინცაძის 58 ნომერში მცხოვრებლებმა კორპუსთან დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს
აქცია საბურთალოზე – ცინცაძის 58 ნომერში მცხოვრებლებმა მათი კორპუსის წინ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუ “შპს აიკონია კაპიტალი” სამუშაოებს დაიწყებს, მათ საფრთხე შეექმნებათ. აქციის მონაწილეებმა ნებართვის გაუქმება მოითხოვეს და სამართლებრივი დავის დაწყებაც დააანონსეს.
ადგილზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა მედიასთან საპასუხო განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.