თეა წულუკიანი: პრემიერის 2022 წლის ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ განვითარების მხრივ
ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ განვითარების მხრივ, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.
„მიუხედავად იმისა, რომ რთულია ერთი საათის განმავლობაში შეაფასო ის ნაყოფიერი და იმავდროულად ურთულესი წელიწადი, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, პრემიერმინისტრმა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ჩააბარა საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ განვითარების მხრივ, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა“, – განაცხადა წულუკიანმა.