ია მეტრეველი გიული ალასანიას მიმართავს: ნეტავ, ჩემი შვილი იყოს ახლა ციხეში და მის გათავისუფლებას ველოდებოდე

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას მიმართავს.

„მინდა, სააკაშვილის დედას მივმართო, ტელევიზიით აქტიურად რომ გამოდის და თავისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს, ეკრანებთან როგორ ჩნდება საერთოდ, როგორ არ რცხვენია? რა გათავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც მისმა შვილმა ამდენი უბედურება ჩაიდინა? როგორ ჩნდება? არ რცხვენია, ასეთი გაზრდილი შვილის გამო? იმის გამო , რომ ვერ შეაჩერა, არც ცდილობდა, როგორც ჩანს, არც აღალვებდა ის ამბავი, როგორ ჟლეტდა მისი შვილი ახალგაზრდებს.
მინდა მას მივმართო: ნეტავ, ჩემი შვილი იყოს ახლა ციხეში და მის გათავისუფლებას ველოდებოდე, თუმცა, ნამდვილად არ მინდა, მისნაირი შვილი მყავდეს“, – განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები