კამჩატკაზე სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში ომში წასვლაზე უარის თქმის გამო გაასამართლეს

პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ, სამხედრო მოსამსახურე, ალექსეი ბრეუსოვი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დამნაშავედ ცნო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრეუსოვი მობილიზებული იყო 6 ოქტომბერს, მაგრამ უარი თქვა მეთაურის ბრძანების შესრულებასა და ომში წასვლაზე უარი თქვა.

შედეგად, ბრეუსოვს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის მუხლით 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულია, რომ განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან სამხედრომ გადაწყვეტილება წყნარი ოკეანის ფლოტის სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები