„კასპერსკის ლაბორატორიამ“ 2022 წელს 111 პატენტი მიიღო

2022 წლის განმავლობაში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ მიიღო 111 პატენტი და შეიტანა 54 ახალი განაცხადი.

ახლახან გამოქვეყნებულ პატენტებს შორის 47 გაცემულია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების უწყების მიერ, 31 რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის მიერ, 23 ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების მიერ, გარდა ამისა რვა — ევროპის და ორი — იაპონიის. კომპანია იუწყება, რომ გასულ წელს რეგისტრირებული ინოვაციების უმეტესობა მოიცავს ტექნოლოგიებს კიბერუსაფრთხოების სფეროში. ისინი დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასთან, ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან, უსაფრთხოების ღონისძიებების მენეჯმენტთან (SIEM), ისევე როგორც მავნე პროგრამების გამოვლენასა და სპამისაგან დაცვას.
გარდა ამისა, „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აქტიურად დააპატენტა თავისი გამოგონებები სხვა სფეროებში, მათ შორის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მონაცემების გადაცემასთან, რეკლამის დაბლოკვასთან და სამოქალაქო დრონების აღმოჩენის გადაწყვეტილებებთან. აღნიშნულია, რომ ინოვაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „კასპერსკის ლაბორატორიის“, როგორც წამყვანი IT კომპანიის განვითარებაში — მისი სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და დანერგვაზე.
ორგანიზაცია რეგულარულად წარადგენს პატენტის განაცხადებს მის ექსპერტიზასთან და ექსპერიმენტულ კვლევებთან დაკავშირებულ სფეროებში.
„წლევანდელი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ იდეურ ლიდერობას სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში მთელს მსოფლიოში და მის მისწრაფებას ინოვაციების რეალიზებაში.
იმედი გვაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ საპატენტო განაცხადს წარვადგენთ, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გვაქვს მრავალი ახალი იდეა კომპანიის სხვადასხვა გუნდისგან, მათ შორის KasperskyOS, EDR, KUMA, მობილური დეველოპმენტი, კონტენტის ფილტრაცია და საფრთხეთა ანალიზი,” — აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი ანტონ ტიხომიროვი. დაარსების დღიდან „კასპერსკის ლაბორატორიამ“ მიიღო 1300-ზე მეტი პატენტი მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირში, ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და იაპონიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები