დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა დააკანონეს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამთვარობო პრესცენტრის განცხადებით, დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯის კანონი შემოიღეს. ახალი კანონპროექტი განსახილველად თვითგამოცხადებული რეჟიმის გენერალურმა პროკურორმა ედუარდ იაკუბოვსკიმ წარადგინა. მას დეფაქტო მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სასჯელის აღსრულება ცეცხლსასროლი იარაღიდან დახვრეტით მოხდება.
“ხალხის მოთხოვნით, უნდა მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა, ამიტომ საჭიროა რადიკალური ზომების გატარება“,-აღნიშნა დეფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ვლადიმერ ანტიუფეევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები