აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებს, ხანძრის შედეგად ბუჩქები და ბალახები დაიწვა.
მისი თქმით, შეტყობინება ხანძრის შესახებ დაახლოები 12.30 საათზე მიიღეს.
“დაახლოებით ერთ ჰექტარზე იწვოდა ბალახი, ბუჩქები და ხეები. ადგილზე ხუთი ჯგუფი მუშაობდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია, თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს”, – აღნიშნა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები