ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა
რუსების მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა.
როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის საბჭოს წევრმა, ვოლოდიმირ როგოვმა თქვა, მომხდარის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი ინფორმაციით, ავტომობილი გორკის პარკის შესასვლელთან აფეთქდა.