“შუქი იქნება” – ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა.

„ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან.

ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს.

“და ჩვენ ვაგზავნით მილიონობით ენერგიის დაზოგვის ნათურას. ჩვენ თქვენთან ვართ. შუქი იქნება”, – შეაჯამა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები