თეა წულუკიანი: ყველას მოვუწოდებდი, მათ შორის ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს

“მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს”,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს თუ არა.

“მიხეილ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, თუმცა არაერთი დაზარალებული თვლის, რომ მას სასჯელის სახით უფრო მეტიც ეკუთვნის ძალიან ბევრი დანაშაულისთვის, რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო ჩადენილი და პირადად მის მიერ. სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები