“რაც შეეხება მოწოდებებს, ჩვენი პირველი მომწოდებელი არის საქართველოს კონსტიტუცია და მართლმსაჯულება, ამიტომ ჩვენ აქედან გამოვდივართ და ვმოქმედებთ და არა მოწოდებებიდან გამომდინარე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.
პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის საკითხი სასამართლომ უნდა განსაჯოს.
„ჩვენ ვნახეთ ამ დროის განმავლობაში, საუბრობდნენ, წამებაზე, რაც იყო ტყუილი. ვნახეთ, რომ თქვეს, მოწამლეს, რაც იყო ტყუილი. თავად ადვოკატმა დილით თქვა, რომ მოწამლეს და საღამოს თქვა, რომ არ მოუწამლავთ. ანუ, ამ საქმეში იმდენი ტყუილია, რომ საჭიროა ეს საკითხი სასამართლომ განსაჯოს. სასამართლო სწორედ ამისთვის იმართება, რომ განსაჯოს. რასაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის, ეს არის ის, რომ იგი არ ემორჩილება ექიმებს. მისი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება მოწოდებებს, ჩვენი პირველი მომწოდებელი არის საქართველოს კონსტიტუცია და მართლმსაჯულება, ამიტომ ჩვენ აქედან გამოვდივართ და ვმოქმედებთ და არა სხვების მოწოდებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.