უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. მხოლოდ ბოლო ერთ დღეში 660 ადამიანია მოკლული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი მონაცემით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში უკვე 100 400 რუსი ჯარისკაცია დაღუპული.
რაც შეეხება მატერიალურ დანაკარგს, ომის დაწყებიდან საოკუპაციო ჯარმა დაკარგა 3003 ტანკი; 5981 ჯავშანტექნიკა; 1978 საარტილერიო სისტემა; 413 საზენიტო სარაკეტო სისტემა; 212 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 283 თვითმფრინავი; 267 ვერტმფრენი; 1693 დრონი; 653 ფრთოსანი რაკეტა; 16 გემი/ნავი; 4615 საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნა; 178 სპეცტექნიკა.