“რეპრესიების უპრეცედენტო დონე” – თებერვლიდან რუსეთში ანტისაომარი პოზიციისთვის, თითქმის 20 ათასი ადამიანი დააკავეს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საპროტესტო აქციებში,პიკეტებში მონაწილეობისთვის, ასევე სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პოსტებისთვის, სულ მცირე 19 443 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ “Вёрстка”-სა და უფლებადამცველი პროექტის “ოვდ-ინფოს” ერთობლივ მასალაშია ნათქვამი.

ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა გამოთვალეს, და 24 თებერვლიდან ასეთი დაკავების გარეშე მხოლოდ 18 დღე იყო.

ასევე, თებერვლის ბოლოდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარტში რუსული არმიის შესახებ ე.წ. ყალბი და მისი ქმედებების დისკრედიტაციის შესახებ კანონი მიიღეს, 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე 50 განაჩენია გამოტანილი. მათგან ყველაზე ხმაურიანია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ილია იაშინისთვის 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსკოვის მუნიციპალური დეპუტატის, ალექსეი გორინოვის 6 წლითა და 11 თვით დაკავება.

უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ რუსეთის უახლეს ისტორიაში პოლიტიკური რეპრესიების ასეთი უპრეცედენტო დონე არ ყოფილა, რაც მათი პროგნოზით, მხოლოდ გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები