საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საჯარო განხილვა გამართეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გამართეს. განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ქობულეთის შემოვლითი გზის კმ16+500–კმ18+860 (2.05) მონაკვეთის პროექტის გზშ–ს ანგარიშის საჯარო განხილვა საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვეედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საპროექტო ორგანიზაციის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააცნეს. მოსახლეობას დოკუმენტის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს . გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა სამშენებლო პროექტის დაწყებამდე ტარდება და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტს და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.