ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილზე: 450 დღეა, სიმულაციის რეჟიმშია და მთელი საქართველო ამ სიმულაციის მსხვერპლია, მის მიმართ არის სათანადო კი არა, პრივილეგირებული მოპყრობა

450 დღის განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ქრონოლოგიურად იყო ნაჩვენები ერთი – მისი მდგომარეობა და მეორე, ნაჩვენები იყო სიმულაცია. ეს ადამიანი მუდმივად არის სიმულაციის რეჟიმში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან სააკაშვილის მიმართ არა სათანადო, არამედ პრივილეგირებული მოპყრობაა.

„450 დღის განმავლობაში გვიმტკიცებენ, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ქრონოლოგიურად იყო ნაჩვენები ერთი – მისი მდგომარეობა და მეორე – ნაჩვენები იყო სიმულაცია, ეს ადამიანი მუდმივად არის სიმულაციის რეჟიმში.

ზოგადად სხვა სფეროებში სიმულაცია დასჯადია, არ ვიცი პენიტენციურ დაწესებულებებში როგორ არის, მაგრამ ელემენტარულად, ფეხბურთში სიმულაციას რომ ახორციელებს ფეხბურთელი, ყვითელ ბარათს აჩვენებენ და მეორეზე უკვე წითელ ბარათს აჩვენებენ.

ეს კაცი, 450 დღე არის ამ სიმულაციის რეჟიმში და მთელი საქართველო არის ამ სიმულაციის მსხვერპლი. მის მიმართ არის სათანადო კი არა, პრივილეგირებული მოპყრობა – 2-ოთახიან პალატაში ვის დაესიზმრებოდა… აღარ ვამბობ, 2012 წლამდე რაც იყო, რა მდგომარეობაში იყვნენ 4-კაციან საკნებში 20 კაცი ჰყავდათ, როგორ მდგომარეობაში, ამის კადრები აქვს საზოგადოებას ნანახი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები