აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოაცხადა, რომელშიც ასევე შედის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
„დღევანდელი დახმარება პირველად მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები, მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიმაღლიდან, ვიდრე ეს ადრე მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლო“, – განაცხადა ბლინკენმა.
მანვე დასძინა, რომ პენტაგონი ასევე გამოაცხადებს 850 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, რათა კიევმა გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და მოლაპარაკებების მაგიდასთან ჰქონდეს უძლიერესი პოზიცია.