საქართველოში ტემპერატურა ხვალიდან 40 გრადუსს გადასცდება

საქართველოში ხვალ, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ტემპერატურა პიკს აღმოსავლეთ საქართველოში 19 აგვისტოს მიაღწვს, სადაც 40-41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება. თბილისში კი მაქსიმალური ტემპერატურა ხვალ დაფიქსირდება. სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მოერიდონ მზეს და დიდი ოდენობით სითხე მიიღონ. უნალექო და ცხელი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განუცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა, გუშინ აღმოსავლეთ საქართველოში ლაგოდეხში დაფიქსირდა, სადაც ტემპერატურა 37 – 39 გრადუსს გაუტოლდა. გულედანის განმარტებითვე, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტასად უნალექო ამინდი კვლავ გაგრძელდება, თუმცა, 21 აგვისტოს კახეთში, წვიმა ნალექის სახით არის მოსალოდნელი.
“დასავლეთ საქართველოში, დღეს დღის ბოლოს შესაძლებელია გაწვიმდეს და ტემპერატურამ დაიკლოს და 30-35 გრადუსს გაუტოლდეს“, – აღნიშნა თამარ გულედანმა.
რაც შეეხება, შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20-21 აგვისტოს დროდადრო იწვიმებს, თუმცა, მაღალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება.
„დედაქალაქში, ცხელი ამინდები კვლავ გაგრძელდება, ნალექი წვიმის სახით მოსალოდნელი არ არის. ხვალ თბილისში ტემპერატურა 38-39 გრადუსს მიაღწევს“, – განუცხადა “კვირას” თამარ გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები