სი ძინპინმა დიმიტრი მედვედევთან პეკინში უკრაინა განიხილა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოულოდნელი ვიზიტით პეკინში ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს.

„განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას შორის ურთიერთქმედების საკითხები – ჩინეთის კომუნისტური პარტიის და “ერთიანი რუსეთის”. განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში, ინდუსტრიულ თანამშრომლობაში და მრავალი სხვა. განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტი“, – დაწერა მედვედევმა Telegram-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები