პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ საქართველოს და მისი პრეზიდენტის ისტორიას ცივილიზებული სამყაროს თვალწინ.

„შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ საქართველოს და მისი პრეზიდენტის ისტორიას ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები