ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობამ“ ქართული ჯარი ომის დაწყებაში დაადანაშაულა, ეს იყო ღალატი და ვერანაირი რიტორიკით ამ ძალიან მძიმე ლაქას ვერ ჩამოიწმენდენ

4 წლის წინ იმიტომ დაადანაშაულა [“ნაციონალურმა მოძრაობამ”] ჯარი ომის დაწყებაში, რომ 14 წლის თავზე ჰქონდათ ჰააგის პროცესის მოგების იმედი, რაც თავისთავად სამარცხვინო განცხადებაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერი ღალატის ტოლფასი იყო.

„14 წლის წინ იმიტომ დაადანაშაულა ჯარი ომის დაწყებაში, რომ 14 წლის თავზე ჰქონდათ ჰააგის პროცესის მოგების იმედი, რაც თავისთავად სამარცხვინო განცხადებაა. სინამდვილეში რა ხდება, რომ ჰააგის სასამართლოს ომის დაწყების საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია, თუმცა, თავის დროზე 2008 წელს ომიდან მოკლე პერიოდის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ხელი მოაწერეს მას, რომლის მიხედვითაც ქართული ჯარი გამოდიოდა ომის დამწყებ სუბიექტად. ეს მათ გააკეთეს, მათ დაადანაშაულეს ქართული ჯარი ომის დაწყებაში. ეს იყო ღალატი და ამ ღალატს საზოგადოება სათანადოდ აფასებს და მომავალშიც შეაფასებს და ვერანაირი რიტორიკით ამ ძალიან მძიმე ლაქას ვერ ჩამოიწმენდენ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები