უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღეს უკვე მე-300 დღეა.
უკრაინის გენშტაბი ყოველდღიურად აქვეყნებს ფრონტზე არსებულ ვითარებას.
მათი ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსები ბახმუტის, დონეცკის მახლობლად და ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ მონაკვეთზე – სვატოვოსა და კრემენნაიას რაიონებში იერიშს განაგრძნობდნენ.
გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმები სტელმახივკას (სვატოვის ჩრდილო-დასავლეთით), ჩერვონოპოვკას (სვატოვო-კრემენნაიას გზაზე) და სერებრიანკას (კრემენნაიადან სამხრეთ-დასავლეთით).
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა მტრის ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.