UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში „Wadden Sea” – იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ

UNESCO-ს პროექტის ფარგლებში, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში „Wadden Sea” – იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და მისი მართვის სპეციფიკას გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი UNESCO-ს მხრიდან გამოყოფილი პირველი გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსგავსად, „Wadden Sea“ გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვან მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოში UNESCO-ს საიტის თანამშრომლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო გაცნობოდნენ მსგავსი ტიპის ტერიტორიის მართვის საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის საიტის ხელმძღვანელობასთან, მოხდა ვიზიტორთა ცენტრების მონახულება (აღსანიშნავია, რომ „Wadden Sea“-ს 18 ვიზიტორთა ცენტრი აქვს). „Wadden Sea” UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, რომელსაც მართვის 14 წლიანი გამოცდილება გააჩნია და 3 ქვეყანას მოიცავს გერმანიას, დანიასა და ჰოლანდიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები