ნიდერლანდების ელჩს ნიკოლოზ სამხარაძემ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია

ნიდერლანდების ელჩთან საქართველოში, მაიკე ვან კოლდამთან გამართა დღეს შეხვედრა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები შეხვედრის მთავარი თემა იყო. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის სამუშაო დღის წესრიგზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მათ ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.
დადებითად შეაფასდა 2022 წლის ნოემბერში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრების ვიზიტი ნიდერლანდებში; იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს, როგორც მედიატორის, მნიშვნელოვან როლს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები