მდგრადი მობილობის გამოწვევებსა და მის პერსპექტივებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თემატურ მოკვლევას გეგმავს

მდგრადი მობილობის გამოწვევებსა და მის პერსპექტივებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თემატურ მოკვლევას გეგმავს. დღეს თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია მაია ბითაძე მონაწილეობდა, ექსპერტებმა მოკვლევის ტექნიკური დავალება წარმოადგინეს.
23 დეკემბერს იგეგმებს კომიტეტის სხდომა სადაც თემატური მოკვლევის პროცესის დაწყების თაობაზე შესაბამის დოკუმენტს დაამტკიცებენ. გამოქვეყნდება ტექნიკური მოთხოვნები და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება წარუდგინოს მოსაზრებები თემატური მოკვლევის ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები