არჩილ თალაკვაძე: 2024 წლის არჩევნებიც აგერაა და ვნახავთ, რეალობის გადაკეთებით „ნაცმოძრაობა“ რას მიაღწევს და რა მხარდაჭერა ექნება „ქართულ ოცნებას“

“მათ საქართველოში დაასამარეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ყველაფერი ევროპული, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა. ამაზე რუსულ საქმეს ვინ გააკეთებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება სიმართლეს კარგად ხედავს.

„ასე რომ, როდესაც ისინი განცხადებებით რაღაცას ამბობენ, სინამდვილეში, გაკეთებული აქვთ მეორე – ომის დაწყებასთან დაკავშირებით ხელი აქვთ მოწერილი საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას. რასაც ისინი ამბობენ, ეს თვალთმაქცობაა, რადგან სწორედ საწინააღმდეგო აქვთ გაკეთებული. ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური გუნდი და ის ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკაში ასეთი თვალთმაქცობა შეუძლია. ჩვენ მოკრძალებულად, თავმდაბლად, ვამბობთ იმას, რაც საზოგადოებას აინტერესებს და ჩვენი საზოგადოებაც ძალიან კარგად ხედავს სიმართლეს და ასხვავებს თეთრსა და შავს. როდის ასხვავებს, ეს რომ გავიხსენოთ, ასხვავებს არჩევნებით. 2024 წლის არჩევნებიც აგერაა და ვნახავთ, ასეთი ტყუილებითა და რეალობის გადაკეთებით „ნაციონალური მოძრაობა“ რას მიაღწევს და რა მხარდაჭერა ექნება „ქართულ ოცნებას“. ამის ინდიკატორი და ტესტი არის არჩევნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები