ჩინეთში კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა – ექსპერტები 1,5 მილიონ ლეტალურ შემთხვევას პროგნოზირებენ

მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად შეასუსტა, პირველი ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ვირუსს ორი ადამიანი შეეწირა. თუმცა, არის თუ არა ეს სტატისტიკა ზუსტი, უცნობია.

“როიტერის” ჟურნალისტმა პეკინში 17 დეკემბერს COVID-19-ის კრემატორიუმითან რამდენიმე კატაფალკა და 20-მდე გვამის ყვითელი ტომარა შენიშნა, მაგრამ ​Reuters-ი ჯერჯერობით ვერ აზუსტებს, უკავშირდება თუ არა ეს გარდაცვალებები ვირუსს.

Reuters-ს პეკინში, დაკრძალვის ბიუროში განუცხადეს, რომ ჩვეულებრივზე მეტად არიან დატვირთულები.

ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად კორონავირუსისგან გარდაცვლილად მხოლოდ 5,237 ადამიანს აცხადებს, რაც 1.4 -მილიარდიანი მოსახლეობის ქვეყნისთვის უმნიშვნელო მაჩვენებელია.

ასევე, NHC-ში განაცხადეს, რომ დღეს 1,995 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, წინა დღით კი 2,097 ინფიცირებული იყო.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რადგან ჩინეთი ცდილობს – შეუერთდეს სამყაროს, რომელიც გახსნილია ვირუსთან ცხოვრებისთვის, პეკინს მოსახლეობით მოუწევს ფასის გადახდა, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი იმუნიტეტი, ასევე, ხანდაზმულებში ვაქცინაციის მაჩვენებელია დაბალი.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ჩინეთში დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 1,5 მილიონს გადააჭარბოს.

ოფიციალურად, ჩინეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, მაგრამ, მთავრობის მონაცემებით, ზრდასრულებში “ბუსტერ” დოზით აცრილი მხოლოდ 57,9%-ია, ხოლო 80 წელს ზემოთ პირებში – 42,3%-მდე.

Xinhua-ს ინფორმაციით, პეკინში შიჯინშანის რაიონში სამედიცინო მუშაკები კარდაკარ დადიან და ხანდაზმულებს ვაქცინაციას სახლებში სთავაზობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები