ტაილანდის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი სიამის სრუტეში ჩაიძირა – 31 მეზღვაური დაკარგულია

ტაილანდის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „სუხოტაი“ სიამის სრუტეში პატრულირებისას ჩაიძირა.

სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, 75 მეზღვაურის გადარჩნა მოხერხდა, ხოლო 31 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულია, რომ გემის ჩაძირვამ მაღალმა ტალღებმა გამოიწვია.

საზღვაო ძალების ცნობით, გემის ჩაძირვის დროს ეკიპაჟის 106 წევრს სამაშველო ჟილეტი ეკეთა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამი საზღვაო ძალების გემი, რამდენიმე სამოქალაქო გემი, საზღვაო ძალების თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები