გიორგი ვოლსკი: ენერგეტიკული მომარაგება ის თემაა, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებას სტაბილურობისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ენერგეტიკული მომარაგება ის თემაა, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობისთვის მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებას.
“მსოფლიო მნიშვნელობის ხელშეკრულებაა, ვინაიდან ეს უზრუნველყოფს ევროპის ბაზრების ენერგეტიკული მომარაგების გაუმჯობესებას. ენერგეტიკული მომარაგება, ეს ის თემაა, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებას სტაბილურობისთვის. საგანგებო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ხელშეკრულებას ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.