ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

“აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები